ახალი ამბები

სააკაშვილი: უკრაინის გენპროკურატურამ ჩემი ექსტრადიციისთვის მზადება დაიწყო

29 ოქტომბერი, 2017 • 1856
სააკაშვილი: უკრაინის გენპროკურატურამ ჩემი ექსტრადიციისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა მისი საქართველოში ექსტრადიციისთვის დოკუმენტების მომზადება დაიწყო.

“ამ დღეებში უკრაინის მთავარმა პროკურორმა იური ლუცენკომ დაიწყო ჩემი დაკავებისა და შემდგომში საქართველოში ექსტრადირებისთვის დოკუმენტების მომზადება,”-წერს მიხეილ სააკაშვილი facebook-ის გვერდზე.  

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, იური ლუცენკო ბიძინა ივანიშვილის, ვლადიმერ პუტინის და პეტრო პოროშენკოს დავალებას ასრულებს.

“იური ვიტალიევიჩ, თუ დახმარება დაგჭირდება ივანიშვილის, პუტინის და პოროშენკოს ნების შესასრულებლად,  დამიკავშირდი. ძველი მოგობრობის გამო დაგეხმარები,”-წერს მიხეილ სააკაშვილი facebook-ზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი