ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ესპანეთი ცხინვალის რეგიონს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს – მადრიდის განცხადება

27 ოქტომბერი, 2017 • 5917
ესპანეთი ცხინვალის რეგიონს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს – მადრიდის განცხადება

ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. წარმომადგენლობის ბარსელონაში გახსნის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცხინვალის რეგიონი  საქართველოს განუყოფელი ნაწილია, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს და, შესაბამისად, მას ვერ ექნება რომელიმე სახელმწიფოში წარმომადგენლობის ქონის უფლება.

“ესპანეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში”, – ნათქვამია ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცხინვალი ამტკიცებს, რომ ბარსელონაში, სადაც ესპანეთის შემადგენლობიდან გამოყოფის რეფერენდუმი ჩატარდა, წარმომადგენლობითი ოფისი გახსნა. ბარსელონაში ჩატარებული  რეფერენდუმის ლეგიტიმაციას ოფიციალური მადრიდი არ აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი