ახალი ამბები

აფეთქება კიევში – დაჭრილია დეპუტატი, მოკლულია მისი დაცვის წევრი

26 ოქტომბერი, 2017 • 1647
აფეთქება კიევში – დაჭრილია დეპუტატი, მოკლულია მისი დაცვის წევრი

კიევში, ერთ-ერთი ტელეკომპანიის შესასვლელთან მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც დაიღუპა უკრაინის რადას დეპუტატის, იგორ მოსიიჩუკის დაცვის წევრი, დაიჭრა თავად მოსიიჩუკი. ასევე, პოლიტიკური ანაკლიტიკოსი ვიტალი ბალა და კიდევ ერთი პირი.

წინასწარი ინფორმაციით, ისინი ტელეკომპანია “ესპრესოდან” გამოდიოდნენ, როდესაც სკუტერთან ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

“აფეთქების შედეგად ოთხი ადამაინი არის დაჭილი. საუბედუროდ, ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა, ის მიყენებული ჭრილობების გამო საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე დაიღუპა,”- აცხადებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ზორიან შკირიაკი.

 

მოსიიჩუკის პარტიის ლიდერის, ოლეგ ლიაშკოს თქმით, ეჭვგარეშეა, რომ ის პოლიტიკური მოტივებით ააფეთქეს. უკრაინის პოლიცია სავარაუდო ბრალდებულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს.

უკრაინის რადას დეპუტატის აფეთქების ადგილს პოლიცია სწავლობს.
25.10.2017 EPA-EFE/STEPAN FRANKO

მასალების გადაბეჭდვის წესი