“ივნისის ბოლოდან დაიწყება პროცესი და გაგრძელდება ერთი თვე. იქნება შეხვედრები რეგიონებში”, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ პარტიის წინააღმდეგ გატარებულმა რეპრესიებმა ხელი შეუშალა საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევად პროცესის გამჭვირვალედ ჩატარებას, თუმცა დისკუსიის შედეგად მათ ისევ პრაიმერის გზა აირჩიეს:
“ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ გენერალური მდივნის დაპატიმრება არ ნიშნავს პარტიის ინფრასტრუქტურის დანგრევას”, – განაცხადა ბაქრაძემ.
“ნაციონალურ მოძრაობას” დღევანდელ ბრიფინგზე პრაიმერში მონაწილე კანდიდატები არ დაუსახელებია.
