ახალი ამბები

მთავარ პროკურატურასთან ორი აქცია გაიმართა [ფოტო]

15 ივნისი, 2013 •
მთავარ პროკურატურასთან ორი აქცია გაიმართა [ფოტო]

მთავარ პროკურატურასთან დღის პირველ საათზე ბაჩო ახალაის ოჯახის წევრები, ადვოკატები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ, ადვოკატებმა გიორგი ონიანმა და მალხაზ ველიჯანაშვილმა პროკურატურის მიმღეებში დაცვის თანამშრომლებს განუცხადეს, რომ მათი სურვილია მთავარ პროკურორს ან მის მოადგილეს შეხვედროდნენ. ადვოკატების განცხადებით, საქმე ეხება 6 ივნისს საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას საქმეს უკავშირდება. 

საქალაქო სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ   2013 წლის 6 ივნისს საქართველოს მთავარი პროკურატურის ერთ-ერთი პროკურორი დაუკავშირდა ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლის თანაშემწეს. ბრალდების მხარის წარმომადგენელი დაინტერესდა აღნიშნულ საქმეზე მოსამართლის პოზიციით, კერძოდ, ხომ არ დაუფიქსირებია მოსამართლეს თავისი აზრი საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა არასაკმარისობასა და სისუსტესთან დაკავშირებით. პროკურორი, ასევე დაინტერესდა, საქმეზე გამომსვლელი პროკურორის კომპეტენციით, კერძოდ, თუ რამდენად ართმევდა იგი თავს დაკისრებულ მოვალეობას. განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავარი პროკურატურის პროკურორმა თავისი დაინტერესება ახსნა იმ გარემოებით, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურაში შესული იქნა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს ”უჭირდა” და საქმეზე გამომსვლელი პროკურორი იყო სუსტი.

“თბილისის საქალაქო სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროკურორის მხრიდან მოსამართლესთან კომუნიკაციის სტანდარტის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია , აღნიშნული ქმედება მიჩნეულ იქნა სასამართლოს საქმიანობაში არაპირდაპირ (ირიბ) ჩარევად. სასამართლო ითვალისწინებს საზოგადოების მაღალ ინტერესს, თუმცა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ და სიფრთხილით მოეკიდონ ისეთი ქმედების განხორცილებას, რომელიც ხელს შეუშლის მართლმსაჯულების აღსრულებას”– ნათქვამია განცხადებაში. 

ბაჩო ახალაიას ადვოკატის გიორგი ონიანის განცხადებით, მთავარ პროკურატურაში გამოძიება უნდა დაწყებულიყო:

“უნდა დაედგინათ, თავის ნებით განახორციელა ეს, თუ ვინმეს დავალება შეასრულა. ჩვენი ინფორმაციით, ასეთი გამოძიება დაწყებული არ არის, ეს ადამიანი პასუხისგებაში არ არის მიცემული. ვინაიდან საქმე არის სასამართლოში და გადაწყვეტილება დღე–დღეზეა მისაღები, ასეთი სახის ზეწოლები ყოვლად მიუღებელია და ამ შემთვევაში სასამართლო პროცესისი გამართვას საერთოდ ეკარგება აზრი. “– განაცხადა ონიანმა, რომლის განმარტებით, მთავარი პროკურორისგან აინტერესებთ, ვინ იყო ის პროკურორი, ვინც ზარი განახორციელა. 

ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ მთავარი პროკურორი ადვოკატებს 19 ივნისს შეხვდება. გიორგი ონიანის თქმით, პროკურატურაში  განაცხადეს, რომ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. 

ბაჩო ახალაიას მხარდამჭერთა აქციის დაწყებიდაან დაახლოებით ნახევარ საათში ადამიანთა კიდევ ერთმა ჯგუფმა დაიწყო შეკრება. აქციის, რომელსაც ლაშა ჩხარტიშვილი ხელძღვანელობდა, მთავარი მოთხვნა თბილისში არსებული სკვერების უკანონოდ გასხვისების გამო გიგი უგულავას დასჯა წარმოადგენდა. 

“ჩვენ მთავარი პროკურორისგან მოვითხოვთ პირადად განმარტოს, თვლის თუ არა ის, რომ თბილისის ტერიტორიაზე, ისე, როგორც სხვა ქალაქებში,  გამწვანებული ტერიტორიების ბაღების პარკების გასხვისება არის კანონდარღვევა. ჩვენ ვიცით, რომ ესაა მოქმედი სამართლებრივი აქტების თანახმად. თუმცა, სამწუხაროდ, პროკურატურის მოსაზრება, ჯერ–ჯერობით ასე ჩანს, რომ განსხვავებულია. ჩვენ არ გვინდა დავიჯეროთ, რომ აქვთ გარიგება წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, გიგი უგულავასთან, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ 8 თვის განმავლობაში ვერც ერთი ბაღის და სკვერის შემთხვევაში ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ყოფილიყო გამოძიება ჩატარებული გასხვისებასთან დაკავშირებით”– განაცხადა მან. 

მისივე თქმით, დღევანდელი აქცია გამაფრთილებელი ხასიათისაა და სიტუაციის გამოუსწორებლობის შემთხვევაში აქცია უფრო მასშტაბურ ფორმებს მიიღებს.

პარალელურ რეჟიმში მიმდინარე აქციების მონაწილეებს შორის დაპირისირებაც მოხდა, რის გამოც ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი აქციის მონაწილე იაკობ ჩქვანავა დააკავეს.

გიგი უგულავას დასჯის მოთხოვნით გამართული აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ – სერგო კიღურაძემ რუპორით გააკეთა განცხადება: “როგორი კრიმინალიც არის ბაჩო ახალაია, ისეთივე კრიმინალია გიგი უგულავაც და უნდა დაისაჯოს”, რასაც მოჰყვა ორი აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება.

ადგილზე იყო პოლიცია, რომელმაც შეძლო სიტუაციის განმუხტვა, რომ კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილიყო, თუმცა მოგვიანებით მათ ჩქვანავა დააკავეს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ბაჩო ახალაიას ადვოკატები – მალხაზ ველიჯანაშვილი და გიორგი ონიანი, რომლებმა პოლიციის მოსთხოვეს განემარტათ, თუ რა მუხლის საფუძველზე მოხდა ჩქვანავას დაკავება, რაც პოლიციელებმა უპასუხოდ დატოვეს.

“დაემთხვა აქცია, რომელიც თავისი შინაარსით ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ მათ უფლება აქვთ თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ და თუნდაც ტყუილები ილაპარაკონ. მაგრამ დასაკავებელი მიზეზი არ ყოფილა არავისი. დაკავებ,ა ვფიქრობ, გადამეტებული იქნება, თუ ის ადმინისტრაციულ სახეს მიიღებს  ჩვენ პოლიციას თავიდანვე მხოლოდ და მხოლოდ აქციების დაშორების მოთხოვნით მივმართეთ”– განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

 დაკავებული უკვე თავისუფალია, მას მხოლოდ საყვედური შეეფარდა. 

ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი აქცია პროკურატურასთან

გიგი უგულავს დასჯის მოთხოვნით აქცია გაიმართა

მასალების გადაბეჭდვის წესი