ახალი ამბები

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები აირჩია

14 ივნისი, 2013 • • 901
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები აირჩია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად პარლამენტმა აირჩია:

 

1. გოჩა მამულაშვილი(კავკასიის უნივერსიტეტის კანდიდატი) –  82 ხმა.

 

2. . ვახტანგ თორდია (საზოგადოებრივი პროგრამების ფონდის კანდიდატი)– 91 ხმა.

 

3. კახაბერ სოფრომაძე(თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის კანდიდატი) – 85 ხმა.

 

4. ევა გოცირიძე(საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის კანდიდატი)– 92 ხმა.

 

პარლამენტი
პარლამენტი

პარლამენტმა ვერ შეძლო კიდევ ორი წევრის არჩევა, რადგან მათ შესარჩევად საჭირო იყო ხმების 2/3. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო საპარლამენტო უმცირესობამ. როგორც უმცირესობის წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა სხდომის დატოვებამდე, ისინი ეცადნენ უმრავლესობასთან აღნიშნული ორი კანდიდატი შეთანხმებაზე, თუმცა, უშედეგოდ, რისგ გამოც კენჭისყრაში არ მიიღეს მონაწილეობა. პარლამენტი ხელახალ კონკურსს გამოაცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის ასარჩევად.

 

ხელახალი კონკურსი გამოცხადდება მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ორი წევრის ასარჩევადაც, რადგან მეორე ტურში გასულმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა საჭირო ხმები. ნინო ნიშნიანიძემ მიიღო 48 ხმა, ქეთი ბექაურმა –63, მერაბ ჩიქოვანმა კი -28.


იუსტიციის უმაღლესი საბჭო სულ 15 წევრისგან კომპლექტდება, საიდანაც ექვსს პარლამენტი ამტკიცებს, 8–ს მოსამართლეთა კონფერენცია, 1 კი არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

მასალების გადაბეჭდვის წესი