
“დღეს საქართველოში არის „ასამბლეის“ წარმომადგენლობა, რომელსაც ხელმძღვანელობს ღირსეული ქართველი, ბატონი ფერდინანდ ლორთქიფანიძე, ის მეტად სასარგებლო საქმიანობას ეწევა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში, როცა ცენტრალური წარმომადგენლობა გადმოვა საქართველოში, მას ბევრი ადამიანი შემოუერთდება, მათ შორის ისინიც იქნებიან, ვინც ესწრებოდა ქალაქ სოჭში „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ დაფუძნებას. დღეს მრავალი მათგანი ხელისუფლებასა და პარლამენტშია. დარწმუნებული ვარ, ისინი აქტიურად ჩაერთვებიან ასამბლეის საქმიანობაში და ცენტრალური ოფისის საქართველოში გადმოტანით „საქართველოს ხალხთა ასამბლეა“ კიდევ უფრო მეტად გადაიქცევა სახელმწიფოებრივი განწყობის ორგანიზაციად,“ – განაცხადა გოჩა ძასოხოვმა.