ახალი ამბები

ISFED-ის პარალელური დათვლა: კალაძე 50.64 %, ელისაშვილი 17.52%, უდუმაშვილი 16.8%

22 ოქტომბერი, 2017 • 2653
ISFED-ის პარალელური დათვლა: კალაძე 50.64 %, ელისაშვილი 17.52%, უდუმაშვილი 16.8%

“სამართლიანმა არჩევნებმა” პარალელური დათვლის შედეგები წარადგინა. დათვლის მიხედვით, თბილისის მერობის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა “ქართული ოცნების “ კანდიდატმა, კახა კალაძემ მიიღო. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მიხეილ ბენიძის თქმით, ხმის დათვლის პროცესი, უმეტესწილად ყველა უბანზე,  საარჩევნო პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა.

“დამკვირვებელთა ინფორმაციით, 99.3%-ით ხმის დათვლის პროცესმა ჩაიარა ინციდენტების გარეშე. ამ კუთხით მსგავსი შედეგი გვქონდა 2016 წლის არჩევნებში  და   სიტუაცია მცირედ გაუმჯობესებულია 2014 ადგილობრივი თვითმმათველობის არჩევნებთან შედარებით.”

სამართლიანი არჩევნების თბილისის მერობის არჩევნებისთვის ე.წ.  PVT-ის (პარალელური დათვლის) შემთხვევითი შერჩევით გამოვლენილი უბნების  100%-ის მიხედვით, მოცემულია შემდეგი შედეგი:

ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები

ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი