ახალი ამბები

ხოშტარია ეგზიტპოლის შედეგებზე: ჩვენთვის, როგორც ახალი პარტიისთვის, უმნიშვნელოვანესი შედეგია

21 ოქტომბერი, 2017 • 2128
ხოშტარია ეგზიტპოლის შედეგებზე: ჩვენთვის, როგორც ახალი პარტიისთვის, უმნიშვნელოვანესი შედეგია

“ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელიც მოვიდა, ჩვენ გამოგვიცხადა ნდობა. ჩვენთვის, როგორც ახალი პარტიისთვის, უმნიშვნელოვანესი შედეგია, რომ ამ მოკლე დროში ძალიან ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ჩვენ ვართ სწორედ ის პარტია, მე ვარ სწორედ ის კანდიდატი, რომელსაც შეუძლია ცვლილებები მოიტანოს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ამასთანავე, ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ სწორი დასკვნა, რომ მეტი უნდა ვიმუშაოთ, რომ ამ “ქართული ოცნების” პირობებში, რომელსაც აქვს მობილიზებული უამრავი ფინანსური რესურსი, რომელიც მთელი ამ არჩევნების განმავლობაში ადმინისტრაციულ რესურსს ეყრდნობოდა, შევძლოთ, დავრაზმოთ ადამიანები,” – ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატი თბილისში ეგზიტპოლის შედეგებს, რომლის მიხედვით, თბილისში მერის არჩევნებში კახა კალაძემ გაიმარჯვა, ხოლო ელენე ხოშტარიამ მეოთხე ადგილი დაიკავა 7%-ით.

პარტიების შემთხვევაში, ქართულმა ოცნებამ მიიღო ხმების 58%, ენმ – 16%, ევროპულმა საქართველომ – 9%, სპა – 5%.

მასალების გადაბეჭდვის წესი