ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსმა” ცესკოს ეზოში გამაფრთხილებელი აქცია გამართა

21 ოქტომბერი, 2017 • 2441
“პატრიოტთა ალიანსმა” ცესკოს ეზოში გამაფრთხილებელი აქცია გამართა

“პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეზოში გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. მათ მთავრობას მოუწოდეს, არ გააყალბონ არჩევნები.

“ჩვენ გამაფრთხილებელ აქციას ვუწყობთ ცენტრაურ საარჩევნო კომისიას, რომ არ გადაუცდეთ ხელი და არ გააყალბონ არჩევნები. მივმართავ კვირიკაშვილის მთავრობას, არ დაუწერონ ბოკერიას და მის გუნდს ის პროცენტი, რომელსაც აპირებენ, რომ დაუწერონ, გვაქვს ინფორმაცია. ამიტომ, ახლა აქ მოვედით გამაფრთხილებელი აქციით, პროტესტი ცოტა სხვაგვარი ვიცით პატრიოტთა ალიანსმა”,- ამბობს კახაბერ ღირსიაშვილი, პარტიის რეგიონალური სამსახურის უფროსი.

კითხვაზე, რამდენ პროცენტზე არიან შეთანხმებული მთავრობა და “ევროპული საქართველო, ღირსიაშვილი პასუხობს, რომ არ იცის, იგი ასევე არ ასახელებს მაგალითებს, რომლებიც დაადასტურებდა “კვირიკაშვილის და ბოკერიას თანამშრომლობას”. ღირსიაშვილი ასევე არ ასახელებს წყაროს, თუ საიდან აქვს გარიგების შესახებ ინფორმაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი