ახალი ამბები

შეტაკებები აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის კიევში

17 ოქტომბერი, 2017 • 2018
შეტაკებები აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის კიევში

კიევში, უკრაინის უმაღლეს რადასთან დღეს გამართულ აქციაზე მომიტინგეები და პოლიციელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ვინაიდან პოლიციამ მეტალის ფარებით გადაუკეტა აქციის მონაწილეებს გზა პარლამენტისკენ.

უკრაინული საინფორმაციო სააგენტო უნიანის ცნობით, დღეს კიევში, პარლამენტის წინ ოპოზიციის აქცია გაიმართა, რომლის ორგანიზატორი იყო მიხეილ სააკაშვილის “რუხ ნოვიხ სილ”, ასევე, სხვა ოპოზიციური პარტიები – “ალტერნატივა”, “დემოკრატიული ალიანსი”, “ბატკივშინა”, “სამოპომიჩ”, მოძრაობა “ჩესნო”.

მომიტინგეები სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმებას, ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნასა და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვდნენ.

ფიზიკური დაპირისპირებისას ერთ-ერთი მომიტინგე დაშავდა, მან თავის არეში დაზიანება მიიღო. დაშავდა აგრეთვე ერთი პოლიციელი.

მომიტინგეებს, რომლებიც ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას, ხელში ნაჭრები ეკავათ, რომლებსაც, სავარაუდოდ, კარვებად გამოიყენებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი