ახალი ამბები

სტამბოლში პოლიცია დემონსტრანტებს კვლავ დაუპირისპირდა

11 ივნისი, 2013 •
სტამბოლში პოლიცია დემონსტრანტებს კვლავ დაუპირისპირდა

პოლიციამ კვლავ გამოიყენა ძალა, მიუხედავად იმისა, რომ 24 საათიც არ გასულა მას შემდეგ, რაც პრემიერ–მინისტრმა ერდოღანმა კრიზისიდან გამოსვლის მიზნით აქციის ლიდერებთან შეხვედრაზე თანხმობა განაცხადა.

 

BBC–ის კორესპონდენტის ცნობით, პოლიცია კვლავ ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს იყენებს ხალხის დასაშლელად. აქციის მონაწილეებმა კი საპასუხოდ პოლიციელებს ქვები და ხელნაკეთი ასაფეთქებლები დაუშინეს.

 

მიუხედავად პოლიციის მცდელობისა, ტაქსიმის მოედნის დიდი ნაწილი კვლავ დემონსტრანტებს აქვთ დაკავებული.

 

აქციები ტაქსიმის მოედანზე უკვე 12 დღეა მიმდინარეობს, 31 მაისიდან მოყოლებული პოლიციასთან დაპირისპირების გამო სამი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 5 000–ზე მეტი დაშავდა.

 

აქციები მთავრობის გადაწყვეტილების გამო დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს პარკის ნაცვლად სავაჭრო ცენტრის აშენებას, თუმცა მოგვიანებით დემონსტრაციების მოთხოვნას პრემიერ ერდოღანის გადადგომა დაემატა.

The front lines of Taksim Square/Photo: Aljazeera
The front lines of Taksim Square/Photo: Aljazeera

მასალების გადაბეჭდვის წესი