ახალი ამბები

კოტე კუბლაშვილი წულუკიანის განცხადებას შეურაცხმყოფელს უწოდებს

10 ივნისი, 2013 • 902
კოტე კუბლაშვილი წულუკიანის განცხადებას შეურაცხმყოფელს უწოდებს

“მე არ მომისმენია მინისტრის ეს გამონათქვამი, მაგრამ თუ ეს ასეა, მე მგონი, ეს არის შეურაცხყოფა ბატონი ზაზა მეიშვილის, მით უმეტეს, იუსტიციის მინისტრის მხრიდან ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი. მე ვფიქრობ, რომ იგი მიხვდება, რომ არ შეიძლება ასეთი შეურაცხყოფა მიაყენოს მოსამართლეს, რომელიც მთელი ის წლები, რაც მუშაობს სასამართლოში, გამოირჩეოდა წესიერებით და უმაღლესი პროფესიონალიზმით”, – განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.

 

მისი თქმით, თავად პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობდა და არაფერი დამალული და კულუარული არ ყოფილა:

 

კოტე კუბლაშვილი
კოტე კუბლაშვილი

“კულუარულად რაც ხდებოდა მანამდე, ეს ჯერ კიდევ განხილვის საკითხია და ამაზეც უნდა ისაუბრონ ამ ადამიანებმა, მათ შორის მინისტრმაც. მაგრამ თავად პროცესს რაც შეეხება, მომზადებას ერთი თვის, თვენახევრის განმავლობაში და შემდეგ გუშინდელ დღეს მთლიანად, მე მგონი, ყველა ამბობს, რომ აბსოლუტური საჯაროობის პირობებში ჩაიარა ამ ყველაფერმა. ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას შეეძლო მოსულიყო და თავად ენახა, როგორ მიმდინარეობდა მოსამზადებელი პროცესი და როგორ მიმდინარეობდა თავად სხდომა”, – განაცხადა კუბლაშვილმა.

 

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით დღეს გააკეთა. მისი თქმით, მოსამართლეებმა კონფერენციაზე უცნაური გადაწყვეტილებები მიიღეს.  “გაოცებული ვარ იმ ფაქტის გამო, რომ ყველაზე ოდიოზური ფიგურა პირველსავე ტურში უპრობლემოდ იქნა არჩეული“, – განაცხადა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი