ახალი ამბები

ანონსი – 16 ოქტომბერი

15 ოქტომბერი, 2017 • 1687
ანონსი – 16 ოქტომბერი

09:00  –  თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომაგაიმართება.

10:30 –  სახალხო დამცველის საინფორმაციო კამპანიის „უსაფრთხო სათამაშო“ ფარგლებში გაიმართება კონფერენცია „უსაფრთხო სათამაშო: არსებული პრაქტიკა და გამოწვევები“.  ღონისძიების ჩატარების ადგილი: სასტუმრო „თბილისი მერიოტი“ (გიორგი მირიანის დარბაზი). მის: თბილისი, რუსთაველის გამზ.#13

11:00 –  მეტროსადგური ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი“ გაიხსენება. ღონისძიებას საქართევლოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. მის: ვაჟა ფშაველას და სანდრო ეულის კვეთა

11:30 – დემოკრატიული მოძრაობის სათაო ოფისში ( აბულაძის #8) გაიმართება “ლიდერთა საბჭოს“ შეხვედრა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან.

11:30 – საბურთალოს გამგებელი ბექა მიქაუტაძე 2014-2017 წლების გამგეობის მუშაობას შეაჯამებს. ანგარიშის წარდგენას თბილისის მერის
მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატები მამუკა მდინარაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და ნინო გოგუაძე, ასევე სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები დაესწრებიან. მისამართი: მიცკევიჩის ქ. N29

18:00 – ქ. რუსთავში, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” რუსთავის მერობის კანდიდატი, გელა ნაკაშიძე, ლეონიძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდება.
ადგილი: ქ.რუსთავი, ლეონიძის ქუჩა 26. მე-4 საჯაროს სკოლის წინ მიმდებარე ტერიტორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი