ახალი ამბები

დეპუტატი კობა ნაყოფია უკრაინაში არ შეუშვეს

15 ოქტომბერი, 2017 • 3264
დეპუტატი კობა ნაყოფია უკრაინაში არ შეუშვეს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, კობა ნაყოფია ბორისპოლის აეროპორტში დააკავეს და მისი დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ფეისბუქ გვერდის მეშვეობით აცხადებს.  მისივე თქმით, ნაყოფიას დაკავებას მესაზღვრეების მხრიდან არანაირი ახსნა არ მოჰყოლია. განცხადებასთან ერთად, სააკაშვილი იმ დოკუმენტის ფოტოს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ნაყოფია ქვეყანაში არ შეუშვეს.
“საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, კობა ნაყოფია, დააკავეს ბორისპოლის აეროპორტში და მისი დეპორტაციის გადაწყვეტილება მიზეზების ახსნის გარეშე მიიღეს. კობა ნაყოფია ჩემი თანამებრძოლია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, რომელიც მე შექვმენი და რომლის ღირსეული წარმომადგენელიც ვარ,” – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

როგორც თავად კობა ნაყოფია  უკრაინულ მედიასთან საუბარში ამბობს, აეროპორტში  მას მესაზღვრეებმა დოკუმენტი გადასცეს, რომლის მიხედვითაც, მას ეკრძალებოდა ქვეყანაში შესვლა. გარდა ამისა, ის აღნიშნავს, რომ საქართველოში დაბრუნება 20:10-იანი რეისით შესთავაზეს. ნაყოფია გადაწყვეტილების გაპროტესტების საშუალებას ითხოვს.

 როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მისი პარტიის წარმომადგენლების  შავ სიაში შეყვანა ჯერ კიდევ იანკუვოჩმა დაიწყო.

“ჩემი პარტიიდან ქართველი დეპუტატები მესაზღვრეების შავ სიაში იანუკოვიჩმაც შეიყვანა 2013 წელს მაიდანის წინ, ჩვენ ყველას გვაქვს, ეს რითი დასრულადა.” -აცხადებს მიხეილ სააკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი