ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ხმის მიცემა დაიწყო

9 ივნისი, 2013 • • 1804
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ხმის მიცემა დაიწყო

მოსამართლეთა შორის კამათი გაიმართა ნათია წკეპლაძისა და მოსამართლეთა ნაწილის ინიციატივასთან დაკავშირბით, რომლებმაც მოითხოვეს საბჭოს წევრობის ყველა კანდიდატს მოსამართლეებისთვის გაეცნოთ თავიანთი საარჩევნო პროგრამა და ეპასუხათ დასმული კითხვებისთვის. როგორც ნათია გუჯაბიძემ და ნათია წკეპლაძემ განაცხადეს, მათ აქვთ ლეგიტიმური უფლება იცოდნენ იმ კანდიდატების ხედვის შესახებ, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრბი უნდა გახდნენ. 

 

“მე მიწვნევია, თუ როგორია მოსამართლისადმი მტრულად განწყობილი იუსტიციის საბჭო და არ მინდა იგივე განმეორდეს” –განაცხადა ნათია წკეპლაძემ. 

 

კანდიდატების მხოლოდ ნაწილმა უპასუხა მოსამართლეთა კითხვებს და ასევე მხოლოდ ნაწილმა გააცნო მათ თავიანთი პროგრამა.  კანდიდატების უმრავლესობამ ამის გაკეთება საჭიროდ არ ჩათვალა. 

 

როგორც კონსტანტინე კუბლაშვილმა განაცხადა, ის ვერავის ვერ დაავალდებულებს კითხვებს უპასუხოს, რადგან ვისაც ამის სურვილი ჰქონდა, ისედაც გააკეთა. 

 

მოსამართლეთა ნაწილის დაჟინებული თხოვნის შემდეგ კონსტანინე კუბლაშვილმა, რომელიც მოსამართლეთა კონფერენციას უძღვება, კენჭისყრაზე დააყენა საკითხი, დაესვათ თუ არა მოსამართლეებს დამატებითი კითხვები კანდიდატებისთვის. ამ ინიციატივას მხოლოდ 64–მა მოსამართლემ დაუჭირა მხარი, რის შედეგდაც აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 

 

მოსამართლეთა კონფერენციაზე ამ წუთებში ფარული კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს. 

 

კოლეგიებისა და თავმჯდომარეებისთვის განკუთვნილი 3 ადგილის დასაკავებლად არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 4 კანდიდატი: მერაბ გაბინაშვილი (თბილისის სააპელაციო სასამართლო), ლაშა კალანდაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლო) შოთა გეწაძე (თბილისის საქალაქო სასამართლო), ზაზა მეიშვილი (საქართველოს უზენაესი სასამართლო). 

 

რაც შეეხება დანარჩენ 4 ადგილს, მის დასაკავებლად იბრძოლებენ: ირაკლი ადეიშვილი (თბილისის საქალაქო სასამართლო), მაია ბაქრაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლო), შორენა გუნცაძე (თბილისის საქალაქო სასამართლო), ბადრი კოჭლამაზიშვილი (თბილისის საქალაქო სასამართლო) დურმიშხან ჟორჟოლიანი (ქუთაისის სააპელაციო სასამართლო) დავით ღიბრაძე (თბილისის საქალაქო სასამართლო) ლელა ცანავა (ზუგდიდის რაიონული სასამართლო), ბესიკ სისვაძე (თბილისის საქალაქო სასამართლო) ლევან მურუსიძე (საქართველოს უზენაესი სასამართლო), პაატა სილაგაძე (საქართველოს უზენაესი სასამართლო) ილონა თოდუა (თბილისის საქალაქო სასამართლო), ზაზა მარტიაშვილი (თბილისის საქალაქო სასამართლო),ეკა ცისკარიძე (თბილისის საქალაქო სასამართლო), თამარ ალანია (თბილისის სააპელაციო სასამართლო) გიორგი გოგინაშვილი (თბილისის საქალაქო სასამართლო), თამარ ზამბახიძე (თბილისის სააპელაციო სასამართლო) იოსებ ბაღათურია (რუსთავის საქალაქო სასამართლო) ინგა კვაჭანტირაძე (თბილისის საქალაქო სასამართლო) ეკა არეშიძე (თბილისის საქალაქო სასამართლო) და დიანა ბერეკაშვილი (თბილისის საქალაქო სასამართლო).

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 9 ივნისს, სასტუმრო “რადისონში” საქართველოს მოსამართლეთა მეათე კონფერენცია ტარდება. დღის წესრიგის თანახმად მოსამართლებმა დღეს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შვიდი წევრი უნდა აირჩიონ. 

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევა ფარული კენჭისყრით მოხდება.  ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან აქამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ღია კენჭისყრით ირჩევდნენ. იუსტიციის 7 წევრი უნდა აირჩოს 240-მა მოქმედმა მოსამართლემ. პირველ ტურში გამარჯვებულთა გამოსავლენად ერთმა კანდიდატმა  ხმების მინიმუმ 2/3 უნდა დააგროვოს. საჭიროების შემთხვევაში მეორე ტური გაიმართება

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი