ახალი ამბები

იუსტიციის უმალესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარედ მამუკა ახვლედიანი აირჩიეს

9 ივნისი, 2013 • • 1144
იუსტიციის უმალესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარედ მამუკა ახვლედიანი აირჩიეს

კონფერენციაზე სულ 2 კანდიდატი დასახელდა. მეორე კანდიდატი იყო თეიმურაზ თოდრია. მან თავისი კანდიდატურა მოხსნა, შესაბამისად, მოსამართლეებმა მხოლოდ ერთ კანდიდატს უყარეს კენჭი. მან დარბაზში ყოფი 222 მოსამართლიდან 197 მოსამართლის მხარდაჭერა მიიღო.

 

მამუკა ახვლედიანი სისხლის სამართლის მოსამართლეა. 2012 წლის 26 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ. საქალაქო სასამართლოს ვებ–გვერდზე მამუკა ახვლედიანის შესახებ შემდეგ ინფორმავიია განთავსებული:

 

დაიბადა 1973 წლის 27 ივლისს ქ. ცაგერში

 

1995 წ. დაამთავრა ქ. ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი.

 

1997 წელს დაამთავრა გელათის სასულიერო სასწავლებელი.

 

1999 წელს დაამთავრა აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

 

ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით, ასევე, პროკურორთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

 

1997-1999 წლებში მუშაობდა ”იმერეთის მომხმარებელთა კავშირში” იურისტ-კონსულტანტად

 

1999 წელს იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოქალაქეთა მისაღების კონსულტანტი.

 

1999-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო განყოფილების სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის კანცელარიის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

2005 წელს დაინიშნა ამავე კოლეგიის სამდივნოს უფროსად.

 

2005-2007 წლებში ეკავა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსის თანამდებობა.

 

2007-2012 წლებში იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.

 

2012 წლის 26 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ.

 

ფლობს ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი