ახალი ამბები

აშშ იუნესკოს “ანტიისრაელური პოლიტიკის” გამო ტოვებს

12 ოქტომბერი, 2017 • 1796
აშშ იუნესკოს “ანტიისრაელური პოლიტიკის” გამო ტოვებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა იუნესკოს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც, აშშ გაეროს სპეციალურ სააგენტოს ტოვებს. გადაწყვეტილება ძალაში 2018 წლის 31 დეკემებერს შევა.

“ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა ის ასახავს იუნესკოს ფუნდამენტური რეფორმირებისა და ანტიისრაელური პოზიციის შეწყვეტის აუცილებლობას”  – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში

უწყებაში ასევე დაამატეს, რომ აშშ მაინც აპირებს “იყოს ჩართული არაწევრი მეთვალყურის როლში”.

იუნესკოს ხელმძღვანელობამ უკვე გამოთქვა მწუხარება აშშ-ის სააგენტოდან გამოსვლის თაობაზე. “აშშ-ის გამოსვლა არის დიდი დანაკარგი გაერთიანებული ერების ოჯახისთვის” – აღნიშნა იუნესკოს ხელმძღვანელმა, ირინა ბოკოვამ.
იუნესკო 1945 წელს დაარსდა და მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს მშვიდობისა და კულტურის გავრცელებას. აშშ იუნესკოს წევრი  ქვეყანა 2003 წლის 1 ოქტომბრიდანაა.



 

მასალების გადაბეჭდვის წესი