ახალი ამბები

ივანიშვილის თქმით, “ვაშინგტონ პოსტს” ინფორმაცია სააკაშვილის ლობისტებისგან აქვს

5 ივნისი, 2013 • 1029
ივანიშვილის თქმით, “ვაშინგტონ პოსტს” ინფორმაცია სააკაშვილის ლობისტებისგან აქვს

“როდესაც ვაშინგტონ პოსტი აკეთებს მინიშნებას ამერიკის ადმინისტრაციასა და ევროკომისრების განცხადებაზე, რომ ეს იყო სუსტი, მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, მე გამოვთქვამ ჩემს გაკვირვებას, რის საფუძველზე მიუთითეს. მათ აქვთ შესატყვისი სტრუქტურები, აქვთ საელჩოები, ჰყავთ წარმომადგენლები, ეუთოს დამკვირვებლები ახერხებენ დააკვირდნენ პროცესებს საქართველოში, თომას ჰამერბერგი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ცნობილი უფლებადამცველი არის მოვლინებული ევროპიდან, რომ ამ პროცესებს თვალი მიადევნოს, ამის საფუძველზე გააკეთეს ამერიკის ადმინისტრაციამაც და ეშტონმაც და ფულემაც განცხადებები და ისმის შეკითხვა, რის საფუძველზე გამოხატავს თავის უკმაყოფილებას მათ განცხადებებზე ვაშინგტონ პოსტი მაშინ, როდესაც არც ერთი ჟურნალისტი არ მოუვლინებია საქართველოში, არავითარი კვლევა არ ჩაუტარებია რეალობასთან დაკავშირებით და ამ დროს ასეთ მკაცრ განცხადებებს აკეთებს. შესაბამისად, ჩვენ გვრჩება იმის ეჭვი, რომ მათ ინფორმაცია აქვთ მხოლოდ სააკაშვილის ლობისტებისგან”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, სოციალ–რემოკრატების შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ.

 

ვაშინგტონ პოსტმა სარედაქციო წერილი 2 ივნისს გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია და ბევრ ქართველს, რომელმაც ხმა მისცა ბატონი სააკაშვილის ხელისუფლების დასრულებას, არ მოსწონს ის ტაქტიკა, რომლითაც ახალი ხელისუფლება მოქმედებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი