ახალი ამბები

მოსახლეობის 52% მთავრობას “მშობლის” ფუნქციით აღიქვამს – კვლევა

10 ოქტომბერი, 2017 • 2255
მოსახლეობის 52% მთავრობას “მშობლის” ფუნქციით აღიქვამს – კვლევა

ევროპის ფონდის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით,  მოსახლეობის 52% მთავრობას “მშობლის” ფუნქციით აღიქვამს, 43%-ის აზრით კი, ხელისუფლება ხალხის მიერ არის დაქირავებული, რომელიც საზოგადოებამ უნდა აკონტროლოს.

კითხვა ამგვარად იყო ფორმულირებული: გთხოვთ, მითხრათ, ამ ორი მოსაზრებიდან რომელს ეთანხმებით?

  1. ადამიანები ბავშვებივით არიან: მთავრობამ ისე უნდა იზრუნოს მათზე, როგორც მშობელი ზრუნავს შვილებზე
  2. მთავრობა დაქირავებულია ხალხის მიერ: ადამიანები უნდა იქცეოდნენ, როგორც უფროსები, და აკონტროლებდნენ მთავრობას

Screen Shot 2017-10-10 at 1.26.04 PM


 

კვლევა 9 მაისიდან 31 მაისამდე დროის პერიოდში ჩატარდა, ევროპის ფონდის ევროპული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანიც საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვა იყო ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და მისდამი დამოკიდებულების შესწავლის კუთხით. ანალოგიური გამოკითხვები ჩატარდა 2009, 2011, 2013 და 2015 წლებში; ხუთივე ტალღის საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC-საქართველომ. კვლევის ავტორების განცხადებით, სულ  გამოიკითხა 2,258 რესპონდენტი. შედეგების ცდომილების საშუალო მაჩვენებელია +/-2.7%.

მასალების გადაბეჭდვის წესი