ახალი ამბები

შემცირდა მათი რაოდენობა, ვინც EU-ში საფრთხეს ხედავს ქართული ტრადიციებისთვის – კვლევა

9 ოქტომბერი, 2017 • 3408
შემცირდა მათი რაოდენობა, ვინც EU-ში საფრთხეს ხედავს ქართული ტრადიციებისთვის – კვლევა

2017 წელს ჩატარებული კვლევით, “ევროკავშირის როგორც ქართული ტრადიციების საფრთხის” აღქმა შემცირებულია. კვლევა, რომელმაც ზემოხსენებული მონაცემი გამოავლინა, “ევროპის ფონდის” დაკვეთით CRRC-იმ ჩაატრა.

თუ 2015 წელს მოსახლეობის მხოლოდ 34% ეთანხმებოდა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ევროკავშირი ქართულ ტრადიციებს არანაირ საფრთხეს არ უქმნის, 2017 წელს ეს რიცხვი 49%-ია.

ამის საპირისპიროდ, მოსაზრებას, რომ ევროკავშირი ტრადიციებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, გამოკითხულთა 41% ეთანხმება.

“არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ შემცირებულია აგრეთვე მათი წილი, ვისაც გაუჭირდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა – 2015 წელს ეს წილი 20% იყო, ხოლო 2017 წელს – 10%. ამგვარად, კვლევის შედეგების შესაბამისად, წინა წლების ტენდენცია გრძელდება და საქართველოში ევროკავშირის შესახებ ზოგადი წარმოდგენები ძირითადად დადებითია”, – ნათქვამია კვლევაში.


 

კვლევა 9 მაისიდან 31 მაისამდე დროის პერიოდში ჩატარდა, ევროპის ფონდის ევროპული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანიც საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვა იყო ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და მისდამი დამოკიდებულების შესწავლის კუთხით. ანალოგიური გამოკითხვები ჩატარდა 2009, 2011, 2013 და 2015 წლებში; ხუთივე ტალღის საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC-საქართველომ. კვლევის ავტორების განცხადებით, სულ  გამოიკითხა 2,258 რესპონდენტი. შედეგების ცდომილების საშუალო მაჩვენებელია +/-2.7%.

მასალების გადაბეჭდვის წესი