ახალი ამბები

ხადურმა ებრალიძის შემცვლელი ვერ შეარჩია

5 ივნისი, 2013 • • 1021
ხადურმა ებრალიძის შემცვლელი ვერ შეარჩია

ნოდარ ხადუროს განცხადებით, ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, დავით ებრალიძის შემცვლელი უწყებას ჯერ კიდევ არ ჰყავს.

 

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

“ფუნქციები, რომელსაც ებრალიძე ასრულებდა, მინისტრის სხვა მოადგილეებზე გადანაწილდა. ამჟამად დავით ებრალიძეს ცვლის დავით ლეჟავა, რომელიც აქამდეც ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო. ის კურირებს იურიდიულ სამსახურს, ხოლო საპარლამენტო მდივნის ფუნქცია შეითავსა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა. ცხადია, დავით ებრალიძის შემცვლელი კანდიდატურა შერჩეული იქნება და ფინანსთა მინისტრის ახალი მოადგილე დაინიშნება, მაგარამ დღეს არ ვარ მზად ამ კითხვაზე პასუხი გაგცეთ”, – განაცხადა ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ებრალიძემ თანამდებობიდან გადაგომის შესახებ განცხადება სოცილურ ქსელ “ფეისბუკში” 30 მაისს გაავრცელა. 

 

“ფინანსთა მინისტრის მოადგილეობას დავთანხმდი, პირველ რიგში, სწორედ იმიტომ, რომ დავების საბჭოს ახალ პრინციპებზე რეფორმირება მომეხდინა. რამდენადაც სამინისტრომ გუშინ საბოლოოდ არ მიიღო აღნიშნული პრინციპები, ჩემი თანამდებობაზე დარჩენა თანამდებობრივი კეთილდღეობის გახანგრძლივება იქნება მხოლოდ, რაზეც უარს ვამბობ. გადადგომაზე განცხადება დავწერე,” – ნათქვამია ებრალიძის მიერ “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე გაკეთებულ განცახდებაში.

 
დავით ებრალიძე, როგორც მინისტრის მოადგილე – საპარლამენტო მდივანი, კურირებდა საგადასახადო პოლიტიკის მიმართულებას და იყო დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი