ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: საზღვარზე 871 ერთეული ბრილიანტის თვალი მალულად შემოჰქონდათ

6 ოქტომბერი, 2017 • 1810
საგამოძიებო სამსახური: საზღვარზე 871 ერთეული ბრილიანტის თვალი მალულად შემოჰქონდათ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 871 ერთეული ბრილიანტის თვალის მალულად შემოიტანეს.

მათივე ცნობით, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოვლინდა და ბრალდებულის სახით სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.

“ერთ შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი “სადახლო – საავტომობილოს“ გავლით, ბრალდებულმა საბაჟო კონტროლისაგან მალულად, სამალავის გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიაზე 871 ერთეული ბრილიანტის თვალი შემოიტანა. ხოლო ორ შემთხვევაში, საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ბრალდებულები, საერთო ჯამში, 900 გრამი ოქროს ნაკეთობების შემოიტანას ცდილობდნენ
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ოქროს ნაწარმის და ძვირფასი ქვების საერთო საბაჟო ღირებულება 61 171 ლარს შეადგენს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 – ე პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების
აღკვეთას 3 – დან 5 წლამდე ვადით,”- აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი