ახალი ამბები

“ქართულმა ოცნებამ” სექტემბერში 4 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობა მიიღო

6 ოქტომბერი, 2017 • 2053
“ქართულმა ოცნებამ” სექტემბერში 4 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობა მიიღო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, 2017 წლის სექტემბერში პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებულმა შემოწირულებებმა, ჯამში, 4,560,667.75 ლარი შეადგინა, საიდანაც 4 მილიონ ლარზე მეტი “ქართულმა ოცნებამ” მიიღო.

კერძდ, სექტემბერში ყველაზე მეტი შემოწირულება – 4,033,485 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველო“ 335,964 ლარით, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მესამე ადგილზეა 36,136.15 ლარის შემოწირულებით.

სექტემბერში იურიდიული პირების მიერ განხორციელებულ შემოწირულებები 1,403,751 ლარს შეადგენს, რომლის უმეტესი ნაწილიც “ქართულ ოცნებას”  შესწირეს – 1,398,760.00 ლარის ოდენობით. ჯამში, “ქართული ოცნების” მიერ მიღებული შემოწირულების 35% იურიდიული პირების მიერ იქნა განხორციელებული. იურიდიული პირების შემოწირულობები პარტიებიდან ასევე მიიღეს “ეროვნულმა ფორუმმა” (4,521 ლარის ოდენობით) და “პატრიოტთა ალიანსმა” (9000 ლარის ოდენობით).

სექტემბრის თვეში ჯამში დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებულია 44,212 ლარი, საიდანაც, გულო ზუმბაძე და ალექსანდრე ელისაშვილი ლიდერობენ 15,500 და 15,146 ლარებით.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემები

მასალების გადაბეჭდვის წესი