
ლიტველი დიპლომატი იმედოვნებს, რომ პრობლემა სხვადასხვა ერთობლივი საერთაშორისო მექანიზმით მოგვარდება.
“ეს ძალიან სენსიტიური საკითხია და ნებისმიერი გადაადგილება ადმინისტრაციულ ხაზზე აშფოთებს ადგილობრივ მოსახლეობას, რადგან მათ ცხოვრებას, საირიგაციო სისტემებს, საქონელს ეხება. ჩვენ შეშფოთებული ვართ ყველა იმ გადაადგილებებით, რასაც რუსული ძალები ახორციელებენ ადმინისტრაციულ ხაზზე”, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გადმოსწიეს და მისი მავთულხლართებით გამაგრება დაიწყეს. საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ქმედებას გმობს და საერთაშორისო თანამეგობრობას კრემლზე დიპლომატიური ზეწოლისაკენ მოუწოდებს. დღეს, 3 ივნისს შსს–ში დიპლომატებს საოკუპაციო ზოლზე მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
