ახალი ამბები

უგულავა: ბოლნისში “ევროპული საქართველოს” სააგიტაციო ავტომობილს ქვები დაუშინეს

3 ოქტომბერი, 2017 • 1674
უგულავა: ბოლნისში “ევროპული საქართველოს” სააგიტაციო ავტომობილს ქვები დაუშინეს

“ევროპული საქართვველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ბოლნისში პარტიის სააგიტაციო ავტომობილს ორი პირი თავს დაესხა და ქვები დაუშინეს. “ფეისბუკზე” იგი ამ ავტომობილის ფოტოსაც აქვეყნებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის ოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მათივე ცნობით, მომხდარის დროს ადამიანები არ დაშავებულან და ავტომობილი არის დაზიანებული.

“ევროპულმა საქართველომ” მოგვაინებით გაავრცელა განცხადება, სადაც ხელისუფლებას ადანაშაულებს და დამნაშავეების დასჯას ითხოვს:

3 ოქტომბერს ბოლნისში ევროპული საქართველოს მხარდამჭერს,  შახალი მაქსომოვს თავს დაესხა ორი უცნობი პიროვნება. სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ თავდამსხმელებმა დააზიანეს პარტიის სააგიტაციო ავტომობილი. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა წინასაარჩევნოდ ხელისუფლება მსგავს მეთოდებს მიმართავს მისთვის საშიში კანდიდატების მოსაშორებლად. ევროპული საქართველო მოითხოვს დამნაშავეების სწრაფად გამოვლენას და დასჯას,”- ვკითხულობთ განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი