ახალი ამბები

ევროპის პარლამენტის საგანგებო დელეგაცია თბილისშია

3 ივნისი, 2013 • 1083
ევროპის პარლამენტის საგანგებო დელეგაცია თბილისშია

ამას გარდა, დელეგაციის შემადგენლობაში არიან ევროპარლამენტში წარმოდგენილი პარტიების მრჩეველები, კერძოდ: რობეტ გოლანსკი – EPP-ის მრჩეველი, ელდარ მამედოვი – S&D-ის მრჩეველი, რენალდას ვაისბროდასი – ALDE-ს მრჩეველი და პაოლო ბერგამაში – Greens/EFA-ს მრჩეველი. ამასთანავე, თბილისში იმყოფებიან ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სამდივნოდან მარტა უდინა – ადმინისტრატორი და ოლგა ტულევა – კომიტეტის თანაშემწე.

 

ევროპის პარლამენტი
ევროპის პარლამენტი

დელეგაციის წარმომადგენლები დღეს, 3 ივნისს, 11:00 საათზე პირველ შეხვედრას გამართავენ “რედისონ ბლუ ივერიაში” სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, შემდეგ ისინი შეხვდებიან მედიის წარმომადგენლებს, ხოლო დღის ბოლოს – პრემიერ-მინისტრს და საპარლამენტო უმცირესობის წევრებს.

 

დელეგაციის წევრები ხვალ, 4 ივნისს, შეხვედრებს გამართავენ სახალხო დამცველთან, შს მინისტრთან, იუსტიციის მინისტრთან და სასჯელაღსრულების მინისტრთან.

 

“ევროპის სახალხო პარტიის” (EPP) წევრი კრჟიშტოფ ლისეკი აცხადებს, რომ მან მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რათა მიიღოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ციხეში შეხვედრის უფლება. ევროპარლამენტის წევრმა ლისეკმა ამის თაობაზე ჯერ კიდევ 29 მაისს განაცხადა “ტვიტერის” მეშვეობით. მისი თქმით, ევროპარლამენტის საგანგებო დელეგაციის წევრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგნლებს შეხვდებიან და  მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებების საქმეზე, შეკითხვებს დაუსვამენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი