ახალი ამბები

ვაშინგტონ პოსტი: საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია

2 ივნისი, 2013 •
ვაშინგტონ პოსტი: საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია

ბოლო ათწლეულის მანძილზე საქართველო და უკრაიანა გამოირჩეოდნენ პოსტ–საბჭოთა ქვეყნებს შორის, ლიბერალურ დემოკრატიის და დასავლეთთან ინტეგრაციის სწრაფვის კუთხით, ავტორიტარული მთავრობების წინააღმდეგ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მნიშვნელოვანი რესურსი და დიპლომატია მიუძღვნეს მათი ზოგჯერ არასრულყოფილი პროგრესის წახალისებას და რუსეთის ძირისგამომთხრელი მცდელობების მოგერიებას. სამწუხაროდ ყველა ეს სამუშაო ლამისაა ამაო აღმოჩნდეს. მას შემდეგ რაც 2010 წლის დემოკრატიულ არჩევნებში ვიქტორ იუნოკოვიჩი გახდა უკრაიანის პრეზიდენტი, ის ზედამხედველობს დევნას და პატიმრობას მისი მთავარი ოპონენტების და ამით ევროკავშირი აიძულა შეეჩერებინა ასოცირების შეთანხმების პროცესი.

 

ახლა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, რომელმაც ვარდების რევოლუციის ლიდერები დაამარცხა გასული ოქტომბრის დემოკრატიულ არჩევნებში იგივე ნაბიჯებს დგამს. გასულ კვირას  პოსტრევოლუციური მთავრობის  შინაგან საქმეთა და პრემიერ–მინისტრი დააკავეს, გირაოს შეფარდებს გარეშე და ბრალად სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვა ედება. მასთან ერთად ბრალი წაუყენეს ერთ–ერთი რეგიონის გუბერნატორს და ყოფილი მთავრობიშ შრომის მინისტრს. ბატონი იანუკოვიჩს მსგავსად ბიძინა ივანიშვილიც არწმუნებს მოქალაქეებს, რომ ეს პოლიტიკური დევნა არ დააზარალებს დასავლეთთან ურთიერთობებს. სამწუხაროდ არც ობამას ადმინისტრაციას არც ბრიუსელს  ცხადად  არ უთქვამთ საწინაარმდეგო. (არ უარყვიათ ეს) 

 

სახელწიფო დეპარტამენტის დ ევროკავშირის ორი კომისრის ფრთხილი განცხადებები არ აპროტესტებს ვანო მერაბიშვილის დაკავებას, მიუხედავად იმისა, რომ იგი ამჟამად ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივანი და სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატია საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ამ წელს უნდა გაიმართოს. ამის ნაცვლად დასავლურმა მთავრობებმა განაცხადეს, რომ ისინი “ყურადრებით” დააკვირდებიან აღნიშნულ საქმეებს და იმედს გამოთქვამენ, რომ კანონის უზენაესობის პატივს სცეემენ. სახელმწიფო დპარტამენტმა საქართველოს ხელისუფლებას ურჩია “თავიდან აიცილოს აღქმა ან  რეალობა, რომ პოლიტიკური დევნაა” – ესაა ხაზი, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა უკვე გადაკვეთა.  “რა სამწუხაროა, რომ ჩვენ ასეთი [კანდიდატი] პრეზიდენტი დავკარგეთ” – ეს იყო მისი ცინიკური და სარკასტული კომენტარი ოპონენტის დაჭერაზე. 

 

საქართველოს წინა მთავრობას ვანო მერაბიშვილის და მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ბრალს დებენ კანონისთვის თავის არიდებაში, ოპონენტებსა და მედიაზე ზეწოლაში, მაგრამ ამ წყვილმა ასევე ჩაატარა ყველაზე დემოკრატული არჩევნები საქართველოს ისტორიაში და სწრაფად აღიარა ის დამარცხება, რომელმაც ბატონი ივანიშვილი ხლისუფლებაში მოიყვანა. მოსაზრება, რომ მერაბიშვილის დევნა პოლიტიკური მიზეზებით არ არის განპირობებული, ისეთივე სარწმუნოა, როგორც ის  რომ უკრაინის ოპოზიციის ლიდერი იულია ტიმოშენკო ციხეშია, მისი პრემიერმინისტრობის დროს ჩადენილი თანამდებობრივი დანაშაულის გამო. 

 

ბატონი ივანიშვილი, მილიარდელი, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა,  ბატონი სააკაშვილის მიერ ხელისუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით გადაცემის სანაცვლოდ თავი აერიდებინა წინა რეჟმის წარმომადგენლებთა დევნა და ფოკუსირება მოეხდინა წინა წლების სტაბილური ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებაზე. ამის ნაცვლად ეკონომიკა შეჩერდა და ახალი მთავრობა თავს ესხმის ოპონენტებს სასამართლოსა და ქუჩაში. 

 

ბევრი ქართველს, რომელმაც ხმა მისცა ბატონი სააკაშვილის ხელისუფლების დასრულებას, არ მოსწონს ეს ტაქტიკა. მიუხედავად ამისა  ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, ვარდების რევოლუციის მტკიცე მემკვიდრეობაა. დროა ობამას ადმინისტრაციამ და ევროკავშირის ლიდერებმა ნათლად განაცხადონ, რომ თუ ბატონი ივანიშვილი პოლიტიკური ოპონენტები დევნას განაგრძობს ეს კარი დაიკეტება. 

 

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის საერთაშორისო მედიის მხრიდან პირველი რეაგირება, რომელიც მერაბიშვილის დაკავებას მოჰყვა. 25 მაისს “Financial Times”-მაც გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი ქვესათაურით “საქართველოს ჭირდება უფრო ძლიერი კანონის უზენაესობა და არა პოლიტიკური რევანში”

 

ვაშინგტონ პოსტმა, ადრეც მიუძღვნა სარედაქციო წერილი საქართველოს ახალ ხელისუფლებას. 28 ნოემბერს გამოქვეეყნდა სარედაქციო წერილი “საქართველოს ხელისუფლებამ არასწორი გზა აირჩია”. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი