ახალი ამბები

ხადური: ეკონომიკური კუთხით მნიშვნელოვანი გარღვევის მიღწევა ვერ მოხერხდა

1 ივნისი, 2013 •
ხადური: ეკონომიკური კუთხით მნიშვნელოვანი გარღვევის მიღწევა ვერ მოხერხდა

ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო სავალუტი ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფების წევრი ქვეყნების წარმომადგენლების ყოველწლიური შეხვედრისას განაცხადა: 

 

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

“საქართველო უნიკალურ დროშია. მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება იმისთვის, რომ თავი დავაღწიოთ იმ მძიმე მდგომარეობას, რომელშიც ქვეყანა იმყოფება. მიუხედავად წარმატებებისა, ბოლო წლებში ვერ მოხეხდა მნიშვნელოვანი გარღვევის მიღწევა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ უმოკლეს ვადებში მოახდინოს გარღვევა. ამას საქართველოს მთავრობა – ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი აწონილი, ოპტიმალური, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკების განხორციელებით მოახდენს”.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა შეხვედრაზე მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა: 

 

“მიმდინარეობს სოციალური პრობლემების მოგვარება. ამ მიზნით, საქართველოს ბიუჯეტიდან გაცილებით მეტი თანხა გამოიყოფა, ვიდრე წინა წლებში. ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვისაც და მინდა მსოფლიო ბანკს მადლობა გადავუხადო ამ ტიპის პროექტების განხორციელების ხელშეწყობისთვის”.

 

ხადურის განცახდებით, მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს სოფლის მეურნეობაშიც:” მნიშვნელოვანია, რომ გრძელდება საინვესტიციო კაპიტალის შემოდინება და ამ მიმართულებით განსაკუთრებული დატვირთვა ექნება საინვესტიციო ფონდებს, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით პრაქტიკულად დაფუძნებულია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინვესტორებს ექმნებათ ყველა პირობა რათა აწარმოონ საკუთარი პროდუქცია.რაც ძალზე მნიშვნელოვანია, საქართველო იღწვის იმისთვის, რომ დადოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან და აშშ-სთან. საქართველოს ეკონომიკა უახლოეს ხანში გახდება დიდი ევროპული ეკონომიკური სივრცის ნაწილი”.  

მასალების გადაბეჭდვის წესი