აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის “ფეისბუქის” ოფიციალური გვერდი ავრცელებს. 

“აღსანიშნავია, რომ საუკეთესო დახასიათება მან ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისგანაც მიიღო.უმაღლესი განათლების მისაღებად ედუარდი მსოფლიოს რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში მიიღეს, მათ შორის იელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში, დარტმუტისა და უილიამსის კოლეჯში. სწავლის გაგრძელება მან სვარტმორის კოლეჯში ფიზიკის განხრით გადაწყვიტა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბილ კლინტონმაც ურჩია. თავის დროზე, ბილ კლინტონი ოქსფორდში სასწავლებლად, სწორედ სვარტმორის კოლეჯის სტიპენდიების აკადემიურმა საბჭომ გაგზავნა”. – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ედუარდ სააკაშვილი აგვისტოდან სწორედ სვარტმორის კოლეჯში გააგრძელებს სწავლას.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *