12:00 საათიდან 18:00 საათამდე, სოფელ დუისის სპორტულ მოედანზე „პანკისობა 2017“ ჩატარდება.
12:00 იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე სოფელ დუისს ეწვევა და პანკისელებს დღესასწაულს მიულოცავს. მინისტრის მოადგილესთან ერთად ღონისძიებაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე დაესწრება.
16:30 რუსთავში ბლოკი ,,სახალხო -ხალხის ერთსულოვნების “ ლიდერები, რუსთავის სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში, რუსთავის მერობის კანდიდატსა და მაჟორიტარ კანდიდაატებს წარადგენენ.
მის: ქ.რუსთავი კოსტავას N24 (დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი)
საკონტაქტო პირი თამარ ქათამაძე
557 01 90 90
30 სექტემბრიდან თბილისის მედიათეკების სამივე ფილიალში (ვაკე, ვარკეთილი, ნაძალადევი) იწყება შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც გათვლილია 6-დან 10 წლამდე ბავშვებისა და 10-დან 15 წლამდე მოზარდებისთვის.