ახალი ამბებიტექნოლოგიები

ილონ მასკი დედამიწაზე ქალაქებს შორის რაკეტით მგზავრობის შესაძლებლობის პირობას იძლევა

29 სექტემბერი, 2017 • 6934
ილონ მასკი დედამიწაზე ქალაქებს შორის რაკეტით მგზავრობის შესაძლებლობის პირობას იძლევა

SpaceX-ის დამმფუძნებელმა ილონ მასკმა ავსტრალიაში, კონფერენციაზე გამოსვლისას ახალ პლანეტათაშორის ხომალდზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა  The Verge ავრცელებს. ხომალდის მეშვეობით, ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში ჩასვლას რამდენიმე წუთი დასჭირდება.

გამომგონებელი პირობას დებს, რომ  ყველაზე ხანგრძლივ მოგზაურობას 30 წუთამდე შეამცრებს. ილონ მასკის  თქმით, კოსმოსური ხომალდით მგზავრობა ძვირი არ იქნება, მეტიც, საფასური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის  ბილეთის ფასს გაუტოლდება.

SpaceX გეგმავს  დიდი კოსმოსური ხომალდის ასაწევად, თავის მეგა რაკეტის გამოყენებას, რომლის  დახმარებითაც ხომალდი დედამიწას გარშემო შემოუვლის, შემდეგ ის დაეშვება მოცურავე სადგომზე, ეს სადგომები მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქთან ახლოს გაშენდება.

საილუსტრაციო ვიდეოში ჩანს, როგორ გადაჰყავს ნიუ იორკის ნავსადგურიდან  ნავს მგზავრები. ნავს ისინი ოკეანეში მომლოდინე კოსმოსურ ხომალდამდე მიჰყავს.  იმის მაგივრად, რომ  ხომალდმა მგზავრები სხვა პლანეტაზე წაიყვანოს, ისინი ტოვებენ დედამიწას, ხომალდი იყოფა და  შანხაიში ჩადის.

თუ იდეა განხორციელდა, ქალაქებს შორის მგზავრობა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სწრაფად იქნება შესაძლებელი. ახალი ხომალდი  საათში 18 000  მილს განავითარებს.

ეს კი ადმიანებს შესაძლებლობას მისცემს, ჰონკონგიდან სინგაპურამდე მგზავრობა  22 წუთში შეძლონ, ლოსანჯელესიდან ტორონტომდე მანძილს ხომალდი 24 წუთში დაფარავს.

ახალი ხომალდი ამ ეტაპზე იდეის დონეზეა, თუმცა, როგორც ილონ მასკი ამბობს, რაკეტის მშენებლობა ცხრა თვეში დაიწყება. ავსტრალიის ქალაქ  ადელაიდეში შეკრებილ აუდიტორიას, SpaceX-ის და Tesla-ს  დამფუძნებელმა  უთხრა რომ მარსზე ადამიანების გაგზავნას 2024 წლიდან დაიწყებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი