ახალი ამბები

პატრიარქი: ჰოლანდიელმა ფერმერმა მითხრა, მეყვავილეობას უნდა მიხედოთ და რუსეთში გაიტანოთო

29 სექტემბერი, 2017 • 15077
პატრიარქი: ჰოლანდიელმა ფერმერმა მითხრა, მეყვავილეობას უნდა მიხედოთ და რუსეთში გაიტანოთო

ილია მეორე ამბობს, რომ საქართველოში სათანადოდ არ ამუშავებენ მიწის ნაკვეთებს და ხალხს მისი გაყიდვა ურჩევნია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის განცხადებით, მაისში იმყოფებოდა ჰოლანდიაში, სადაც ჰოლანდიელ ფერმერს ესაუბრა და მისგან რჩევები მიიღო.

“მას ათასობით ჰექტარზე ტიტები ჰქონდა მოყვანილი. იქ დადიიოდნენ სპეციალური მანქანები, რომლებითაც აყვავებულ ტიტებს აჭრიდნენ თავებს. მე ვკითხე პატრონს, თუ რატომ აჭრიდნენ თავებს ტიტებს, იქნებ გაიყიდოს და გამოიყენონ… არაო, ამას ვაჭრით იმისთვის, რომ ბოლქვი გადიდდესო, მიწაში რაც არის, როგორც ხახვის და ნიორის თავები. თქვენ ამხელა ბაზარი გაქვთ გვერდითო (რუსეთს გულისხმობდა) და მეყვავილეობას უნდა მიხედოთო. ამან გაამდიდრა ჰოლნადიაო, მითხრა,” – განაცხადა პატრიარქმა მრევლთან შეხვედრისას.

პატრიარქის თქმით, მაგალითად, ყაზბეგში ისედაც პატარა მიწის ნაკვეთებია და იმასაც არ ამუშავებენ. მისი თქმით, ხალხს აღარ უნდა მიწა და უნდა ფული: “ეს ფული დაიხარჯება და მიწაც დაიკარგება.”

საქართველოს საპატრიარქომ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის შეხვედრის ფრაგმენტები მრევლთან 28 სექტემბერს გამოაქვეყნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი