ახალი ამბები

სამართალდამცავებთან ლგბტ საკითხებზე სამუშაოდ სპეციალური ჯგუფი შეიქმნება

29 მაისი, 2013 •
სამართალდამცავებთან ლგბტ საკითხებზე სამუშაოდ სპეციალური ჯგუფი შეიქმნება

არასამთავრობო ორგანიზაციების „იდენტობა“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ინიციატივითა და სახალხო დამცველის მხარდაჭერით დღეს, შს მთავარი სამმართველოს უფროს ალექსანდრე ჭიკაიძესთან და მის მოადგილესთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე მსჯელობა 17 მაისის შემდგომ, ლგბტ თემის წევრთა მიმართ გახშირებული შეურაცხყოფისა და ძალადობის ფაქტებს შეეხო. მონაწილეებმა სამართალდამცავთა მუშაობის ეფექტურობის გაძლიერებაზე და ინტერვენციის ეფექტური სტრატეგიების შემუშავებაზე ისაუბრეს.

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჭიროა ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც სამართალდამცავთა ცნობიერების ამაღლებასა და პროფესიული ღონისძიებების გაძლიერებაზე იზრუნებს  ლგბტ თემის წევრთა უფლებების დაცვის მიზნით.

 

24 მაისს, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები სახალხო დამცველის რწუმნებულებთან ერთად ასევე სამუშაო ფორმატში შეხვდნენ შსს–ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს დავით ცინცაძეს შეხვდნენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი