ახალი ამბები

ბრიტანეთის პარლამენტის მენიუში ქართული კერძები შეიტანეს

25 სექტემბერი, 2017 • 7817
ბრიტანეთის პარლამენტის მენიუში ქართული კერძები შეიტანეს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრიტანეთის პარლამენტში ქართული კერძების კვირეული გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც ქართული კერძების ნაირსახეობა პარლამენტში მდებარე რესტორნის მუდმივ მენიუში შეიტანეს.

“დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიციატივით ქართული სამზარეულოს კვირეული „A Taste Adventure to Georgia“ პირველად მოეწყო. კვირეულის ფარგლებში, რომელიც სექტემბრის პირველ ნაწილში გაიმართა, მსურველებს საშუალება მიეცათ, პარლამენტის რესტორანში დაეგემოვნებინათ ქართული ეროვნული კერძები. მათი დიდი ნაწილი კვირეულის შემდგომ რესტორნის მუდმივ მენიუში დატოვეს”,- ნათქვამია განცხადებაში.

ღონისძიებას ბრიტანეთის პარლამეტის წევრები, ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე მომუშავე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფი და მისი თავმჯდომარე, ჯონათან ჯანოღლი დაესწრნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი