ახალი ამბები

ვენეციის კომისია: რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი ინტერპრეტაციის საშუალებას არ უნდა იძლეოდეს

22 სექტემბერი, 2017 • 2041
ვენეციის კომისია: რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი ინტერპრეტაციის საშუალებას არ უნდა იძლეოდეს

ვენეციის კომისიამ საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაზე წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც შეფასებულია კონსტიტუციაში რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ ჩანაწრი. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზეზით არ უნდა ხდებოდეს.

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულის თავიდან აცილების, ჯანმრთელობის დაცვის, მართლმსაჯულების განხორციელების ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.

“სახელმწიფოს არ შეუძლია, ეროვნული უსაფრთხოების დაცვა გამოიყენოს როგორც ერთადერთი საფუძველი, ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფისთვის რწმენის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლად. გასათვლისწინებელია, რომ ამ შეზღუდვის საფუძველი უნდა იყოს ძალიან ცხადი/ზუსტი და ინტერპრეტაციის საშუალებას არ უნდა იძლეოდეს”,- ნათქვამია დასკვანში.

მასალების გადაბეჭდვის წესი