ახალი ამბები

მერია: ზაჰესის ხიდთან გზა GWP-ის მილის დაზიანების გამო ჩაინგრა

22 სექტემბერი, 2017 • 1871
მერია: ზაჰესის ხიდთან გზა GWP-ის მილის დაზიანების გამო ჩაინგრა

დღეს, 22 სექტემბერს, ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზა კიდევ ერთხელ ჩაინგრა. თბილისის მერიის განცხადებით, ამჯერად გზის ჩანგრევა კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მაგისტრალური წყალსადენი მილის დაზიანებამ გამოიწვია.

როგორც მერიიდან გვაცნობეს, ადგილზე მობილიზებულია კომპანიის შესაბამისი ჯგუფი, რომელიც სადიაგნოსტიკო სამუშაოებს აწარმოებს. ზაჰესის ხიდზე იმყოფება დედაქალაქის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილიც.

თბილისის მერიის განცხადებით, მაგისტრალური წყალსადენის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები უკვე გადაკეტილია და მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, დღესვე დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. მათი ინფორმაციით, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” გზის დაზიანებულ ნაწილსაც აღადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი