ახალი ამბები

“ქართული ოცნების” საარჩევნო სია თბილისში

21 სექტემბერი, 2017 • 15478
“ქართული ოცნების” საარჩევნო სია თბილისში

დღეს, 21 სექტემბერს, ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დედაქალაქში მმართველი გუნდის კანდიდატთა საარჩევნო სია წარუდგინა მედიას, სადაც ძირითადად ახალი სახეები ფიგურირებენ.

სიის შემადგენლობა ასე გამოიყურება:

  1. მარიკა დარჩია, “პალიტრა მედიის” კრეატიული დირექტორი;
  2. ბექა დავითულიანი, “ლიბერალის” ბლოგერი;
  3. თინათინ ნიბლოშვილი, “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი”;
  4. ირაკლი ზარქუა, ახალგაზრდა მეცნიერთა და ანალიტიკოსთა დარბაზი დოქტრინა;
  5. დავით რურუა, საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი;
  6. გიორგი ჩაკვეტაძე, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ლიდერი;
  7. დავით უჯმაჯურიძე, ეკონომისტი, 2004-08 წლებში იყო პარლამენტის დეპუტატი “ახალი მემარჯვენეების” სიით;
  8. გიორგი ახვლედიანი, თბილისის მოქმედი საკრებულოს წევრი;
  9. ლევან ჯაფარიძე, ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრი, “მყარი ნარჩენების მართვის” კომპანიაში რეგიონალური მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
  10. გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე;
  11. თედო ისაკაძე, ბიზნესმენი, ყოფილი ვიცეპრემიერი;
  12. ლევან დარახველიძე, თბილისის მოქმედი საკრებულოს წევრი;
  13. ერეკლე კუხიანიძე, თეთრიწყაროს გამგებლის პირველი მოადგილე;
  14. ანა ლაშხი, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია;
  15. ლევან არველაძე, ეკონომისტი, “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორის მრჩეველი;
  16. ლევან ჟორჟოლიანი, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი;
  17. ნინო რუხაძე, იურისტი, სწავლობდა მიჩიგანის სამართლის სკოლაში;
  18. მიხეილ მესხი, ე.წ. პოლიტპატიმარი, მომღერალ სოფო ბედიას ქმარი;
  19. ბორის ფირცხელიანი, ძიუდოში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ხელმძღვანელი;
  20. გიორგი კიკნაველიძე, სისხლის სამართლის დოქტორანტი, სეუ-სა და კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
  21. ბექა სივსივაძე, ჟურნალისტი, მუშაობდა “ასავალ-დასავალში”;
  22. მამუკა ხაბარელი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტი;
  23. ირაკლი ქუთათელაძე, მთაწმინდის რაიონის გამგეობა;
  24. ლევან ფიფია; ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი;
  25. მარიამ კანდელაკი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, EDSA-ს წევრი და დელეგატი.

კახა კალაძის განცხადებით, ის ყოველდღიურად გრძნობს თბილისელების მხარდაჭერას. მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერი მიიჩნევს, რომ ამ გუნდით თბილისი აუცილებლად გახდება სიცოცხლით სავსე ქალაქი.

კახა კალაძემ მედიას "ქართული ოცნების" თბილისის საარჩევნო სია გააცნო

კახა კალაძემ მედიას “ქართული ოცნების” თბილისის საარჩევნო სია გააცნო

ყველაზე გამოცდილი სიის მეათე ნომერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილია. მისი თქმით, გამარჯვებს შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, ვინ შეიძლება იყოს განახლებული საკრებულოს თავმჯდემარე.

ქართულო ოცნების თბილისის საარჩევნო სიაში მეექვსე ნომრად 22 წლის გიორგი ჩაკვეტაძეა წარდგენილი, რომელმაც კავკასიის უნივერსიტი შარშან დაამთავრა. მმართველი გუნდის ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა პირადად კახა კალაძემ შესთავაზა.

სიაში წარმოდგენილ კანდიდატებზე “ქართულმა ოცნებამ” მხოლოდ სახელები და გვარები გაავრცელა, ხოლო მოკლე ინფორმაციები მათ შესახებ ნეტგაზეთმა მოიძია.

მასალების გადაბეჭდვის წესი