შეხვედრის დროს განიხილეს 17 მაისის აქციის შემდგომ ლგბტ თემის წარმომადგენელთა და სხვა პირთა მიმართ, ლგბტ თემთან ასოცირების საფუძველზე, გახშირებული ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობისა, შეურაცხყოფის გაძლიერებული ტენდენცია.
სახალხო დამცველის წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოითქვა სურვილი იმის თაობაზე, რომ სამართალდამცავთა რეაგირება გახდეს მეტად ეფექტური, რათა გაიზარდოს ძალადობის ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაზე მსხვერპლთა მიმართვიანობა და გაძლიერდეს ლგბტ თემის წევრთა ნდობა ამ სტრუქტურის მიმართ. მათ მიერ გამოითქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობის სურვილი, რათა საზოგადოებისა და სახელმწიფოს ერთიანი ძალისხმევით შემცირდეს დისკრიმინაცია გენდერული ნიშნით, დევნა განსხვავებული აზრისა და ცხოვრების წესის საფუძველზე; შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს კოორდინირებულ მუშაობას აღნიშნულ თემაზე.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, საქართელოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გამოხატა მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლოს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ისე სახალხო დამცველთან აღნიშნულ საკითხზე, დაიგეგმა შეხვედრები სამართალდამცავი ორგანოების სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან აღნიშნული მიზნის რეალიზაციისათვის.