ახალი ამბები

ტრიპოლსკი: მგონი, საქართველო თვითმმართველობის რეფორმისას ჩქარობს

23 მაისი, 2013 •
ტრიპოლსკი: მგონი, საქართველო თვითმმართველობის რეფორმისას ჩქარობს

“ჩვენ ვისმენთ პოლონეთის დელეგაციის გამოცდილებას. ბევრი რამე ემთხვევა, ბევრი არ ემთხვევა, მაგრამ ყველაფრის გადმოტანა კალკირებულად არც შეიძლება. ჯერჯერობით ძირითადად სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობის რეფორმა განვიხილეთ, ამ რეფორმიდან შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად მათ 10 წელი დასჭირდათ და ჩვენ რაღაც, მგონი, ვჩქარობთ”, – განაცხადა ტრიპოლსკიმ.


სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობის რეფორმის განხილვის შემდეგ შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის და სამხარეო თვითმმართველობების საკითხზეც უნდა იმსჯელონ.


უმრავლესობის წევრის ვახტანგ ხმალაძის თქმით, რომელიც პოლონეთის დელეგაციას დღის პირველ ნახევარში შეხდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ძირითადად ორი პრობლემა განიხილეს. ეს არის ორდონიანი თვითმმართველობების შექმნა და იმ დასახლებული პუნქტების შერჩევა, რომლებიც თვითმმართველ ერთეულში უნდა გაერთიანდნენ:


“როდესაც ქმნი ორდონიან თვითმმართველობას, არ უნდა მოხდეს ისე, რომ მეორე დონე იყოს პირველი დონის უფროსი, ორივე დონეს უნდა ჰქონდეს თავისი ფუნქცია და ერთი მეორის გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ უნდა ახდენდეს. ჩვენ სწორედ ასე გვაქვს დაგეგმილი ამის გაკეთება. რაც შეეხება იმ პუნქტების შერჩევას, რომლებიც თვითმმართველობის ერთეულში უნდა გაერთიანდნენ, ეს არ უნდა ხდებოდეს იძულებით, ეს უნდა იყოს ნებაყოფლობითი, ისე, რომ აქ ტრადიციაც იყოს გათვალისწინებული, ურთიერთობებიც, რომ ისინი თავს გრძნობდნენ კომფორტულად”, – აცხადებს ხმალაძე.


დღის მანძილზე პოლონეთის დელეგაცია უმრავლესობის წევრების გარდა თვითმმართველობის საკითხებს უმცირესობასთანაც განიხილავას.

მასალების გადაბეჭდვის წესი