ახალი ამბები

“იდენტობის” ცნობით, დღეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული მოხდა

23 მაისი, 2013 • 1074
“იდენტობის” ცნობით, დღეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული მოხდა

stop homophobia
stop homophobia

“ო. 23 მაისს, დაახლოებით  3:00 საათზე თურქული ბარიდან გადავიდა რუსთაველზე, ვარდების მოედნის სკვერის ქვემოთ განთავსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში. მას ორი ახალგაზრდა მამაკაცი შეხვდა. ჯერ სიგარეტი სთხოვეს, შემდეგ შეედავნენ მისი შარვლის სიგრძეზე, “პიდარასტი” უწოდეს და სასტიკად სცემეს. ცემის დროს გამოჩნდა გამვლელი ქალი და მოძალადეები გაიქცნენ. ო. სასტიკად არის ნაცემი და გადარჩენას უმადლის გამვლელ ქალს, რომლის დანახვაზეც თავი შეიკავეს  ძალადობის გაგრძელებისაგან. ო-ს დაზიანებული აქვს ზურგი და ამბობს რომ ეს პირველი შემთხვევაა მის ცხოვრებაში, როდესაც მსგავსი მოტივით უსწორდებიან”.

 

 

ორგანიზაციის ცნობით, ნაცემი პირი პოლიციაში სარჩელის შეტანას აპირებს . მან “იდენტობას” დახმარების მიზნით მიმართა.  ო. არ არის ორგანიზაციის წევრი. შემთხვევის შესწავლის შემდეგ “იდენტობა” მის საქმეს სახალხო დამცველსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას  შემდგომი რეაგირების თხოვნით გადასცემს.

 

 

“იდენტობა” აგრძელებს 17 მაისს და შემდეგომ დღეებში დაზარალებულ ადამიანთა გამოკითხვას და მათი შემთხვევების დოკუმენტირებას.

 

17 მაისის შემდეგ თბილისში სიძულვილით და ჰომოფობიით მოტივირებული რამდენიმე დანაშაული მოხდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი