ახალი ამბები

საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის დეპუტატების ერთობლივი მიმართვა EU-ს სამიტის წინ

18 სექტემბერი, 2017 • 1953
საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის დეპუტატების ერთობლივი მიმართვა EU-ს სამიტის წინ

იტალიაში, კომოს ტბაზე შეკრებილმა საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის პარლამენტის წევრებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ გამართული მოსამზადებელი შეკრების დასასრულს მორიგ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის ვებგვერდი აქვეყნებს.

საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პარლამენტები სამიტს მოუწოდებენ, სამი ასოცირებული ქვეყნის დამსახურების გათვალისწინებით, აღიარონ მათი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, შემოიღოს ახალი ფინანსური დახმარების ინსტრუმენტები და გაძლიერდეს კოლექტიური ძალისხმევა რუსული საფრთხის დასაძლევად.

პარლამენტის ცნობით, ღონისძიების წარმართვას ხელმძღვანელობდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა, აღნიშნული პლატფორმის დონორი ორგანიზაციის (კონრად ადენაუერის ფონდი) მხარდაჭერით.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იყვნენ ევროპარლამენტის, ლიტვის, მოლდოვის, უკრაინის პარლამენტის წევრები და ევროპის წამყვანი ანალიტიკური ცენტრების ექსპერტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი