ახალი ამბები

ოცნებისა და ეროპული საქართველოს შემომწირველთა ნაწილი აუდიტის სამსახურში დღეს გამოიკითხება

18 სექტემბერი, 2017 • 2155
ოცნებისა და ეროპული საქართველოს შემომწირველთა ნაწილი აუდიტის სამსახურში დღეს გამოიკითხება

“ქართული ოცნებისა” და “ევრიპული საქართველოს” 14 შემომწირველთა ნაწილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დღეს არის დაბარებული პარტიებისადმი შეწირული თანხების კანონიერების დასადგენად, ხოლო მათი ნაწილი ხვალ და ზეგ გამოიკითხება.

აუდიტის სამსახრუს გარკვეული ეჭვები გაუჩნდა შეწირული თანხების კანონიერებასთან დაკავშირებით და ფიქრობენ, რომ ნამდვილად საჭიროებს დამატებითი ინფორმაციის წარდგენას.

პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ზურაბ აზნაურაშვილი ამბობს, რომ დეკლარირებული შემოსავლის გარდა, მათ უნდა აცნობონ აუდიტის სამსახურს, რა შემოსავლები გამოიყენეს შემოწირულობისთვის.

კითხვაზე, თუ რამ დააეჭვა სახელმწიფო აუდიტის სამსახური, აზნაურაშვილი მთავარ კრიტერიუმებად ორ ფაქტორს ასახელებს – შემომწირველთა ხელფასების სიმცირეს და შემოწირულობების მოცულობას:

“დეკლარირებული ხელფასები შეიძლება იმაზე მეტი იყოს, რაც შესწირეს პარტიებს, მაგრამ საშუალოდ რომ გადავთვალოთ, მხოლოდ ამ ხელფასით შემოწირულობის განხორციელება რთულია. შესაბამისად, ვთვლით, რომ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მათ სხვა შემოსავალიც.”

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 14 პირიდან 6-მა თანხა, ჯამში – 60 300 ლარი, “ევროპულ საქართველოს”, 8 მათგანმა კი, 240 000 ლარი, “ქართულ ოცნებას” შესწირა.

სახელმწიფო აუდიტმა შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაცია  ივლის-აგვისტოში განხორციელებული შემოწირულობების თაობაზე 225 ფიზიკური და 14 იურიდიული პირის შესახებ გამოითხოვა. ამ ეტაპზე მხოლოდ 101 ფიზიკური პირისა და 2 კომპანიის შესახებ მიიღო ცნობები.

საერთო ჯამში, 2017 წლის 1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, შემოწირულობები 11-მა პარტიამ მიიღო. თანხის რაოდენობით “ქართული ოცნება” და “ევროპული საქართველო” ლიდერობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი