კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატის გიორგი გელხაურის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩება.
გელხაურის განცხადებით, ზურაბ ჭიაბერაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული 20 ათასი ლარის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.

“ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, რომელსაც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თბილისში, მე-9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ამ ინფორმაციას ადასტურებს ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი. მისი თქმით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში შემჭიდროვებულ ვადებში გაასაჩივრებს.
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 22 მაისს იმსჯელა. ვანო მერაბიშვილს პატიმრობა, ზურაბ ჭიაბერაშვილს კი 20 ათასი ლარის გირაოს გადახდა შეეფარდა.