ახალი ამბები

“ქართულმა ოცნებამ” სამეგრელოს-ზემო სვანეთში მერობის კანდიდატები წარადგინა

16 სექტემბერი, 2017 • 1923
“ქართულმა ოცნებამ” სამეგრელოს-ზემო სვანეთში მერობის კანდიდატები წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს სამეგრელოსა და ზემო სვანეთში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატები დაასახელა. მათი წარდგენის ღონისძიება ზუგდიდში დღეს, 16 სექტემბერს, გაიმართა.

  • ზუგდიდი – ლაშა გოგია;
  • მესტია – კაპიტონ ჟორჟოლიანი;
  • ფოთი – გოჩა კურდღელია;
  • აბაშა – ლევან მაკალათია;
  • სენაკი – ლევან კუპრეიშვილი;
  • მარტვილი – ალექსანდრე გრიგალავა;
  • ხობი – გოჩა ქაჯაია;
  • წალენჯიხა – ბესიკ ფარცვანია;
  • ჩხოროწყუ – დავით გოგუა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა წარდგენისას განაცხადა, ეს ადამიანები მზად არიან 24 საათის განმავლობაში იზრუნონ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისათვის: “მზად არიან იმისათვის, რომ ეს ულამაზესი რეგიონი გახდეს კიდევ უფრო ლამაზი და გაბრწყინებული, თითოეულ ოჯახში, თითოეულ ადამიანთან მივიდეს კეთილდღეობა.”

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს არის დანიშნული.

"ქართულმა ოცნებამ" 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამეგრელოსა და ზემო სვანეთში მერობის კანდიდატები წარადგინა

“ქართულმა ოცნებამ” 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამეგრელოსა და ზემო სვანეთში მერობის კანდიდატები წარადგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი