ახალი ამბები

მერაბიშვილი: ვაპირებ გავაგრძელო პოლიტიკური საქმიანობა

22 მაისი, 2013 •
მერაბიშვილი: ვაპირებ გავაგრძელო პოლიტიკური საქმიანობა

მისი თქმით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ დაკავების საფრთხე ემუქრებოდა:

 

“პრეზიდენტმა თქვა, რომ მე და გიგის [უგულავას] დაგვაკავებდნენ. არ ვიცი, ამ დარბაზში როგორ ფიქრობთ, მაგრამ პრეზიდენტი ნდობას იმსახურებს ჩვენში. ის, რომ საფრთხე მემუქრებოდა, ამაზე ბევრგან იყო საუბარი და მიმალვა რომ მდომოდა, მე 3-4-ჯერ ვიყავი საზღვარგარეთ,” – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. 

 

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, სასამართლო პროცესს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ უცხოეთიდანაც აკვირდებიან და ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივნის დაპატიმრება დადებითად არ აისახება ქვეყნის ბედზე:

 

“თუმცა ჩვენ გაგებით ვეკიდებით და მზად ვართ გავიღოთ მსხვერპლი”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

ამ დროისთვის მოსამართლე გასულია გადაწყვეტილების მისაღებად. მანამდე კი გაიმართა კითხვა-პასუხი ბრალდებისა და დაცვის მხარეებს შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი