ახალი ამბები

ნაცმოძრაობის მხარდამჭერები სასამართლოსკენ მიდიან [Photo]

22 მაისი, 2013 • 994
ნაცმოძრაობის მხარდამჭერები სასამართლოსკენ მიდიან [Photo]

მათ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ამ ადგილამდე მსვლელობა მოაწყვეს, რა დროსაც ქუჩაში მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. რამდენიმე მოქალაქემ გააპროტესტა მათი მხარდაჭერა ვანო მერაბიშვილისადმი: “მკვლელებს უჭერთ მხარს?” – ასეთი იყო მოქალაქეების შეძახილები.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან კი კვლავ რჩებიან ის მოქალაქეები, რომლებიც მერაბიშვილის დასჯას და ციხეში ჩასმას მოითხოვენ. ადგილზე პოლიციის კორდონია გაკეთებული.

 

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, მათ პირობა აქვთ მიღებული, რომ მათი მხარდამჭერების ნაწილი მოახერხებს სასამართლო პროცესზე დასწრებას, რომელიც 17:00 საათზე უნდა დაიწყოს. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ პროცესს დაესწროს “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერი 25 ადამიანი და ასევე, 25 ადამიანი მოწინააღმდეგე ჯგუფიდან.

 

პოლიციას უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები აქვს გამოყენებული საქალაქო სასამართლოს მთელ პერიმეტრზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი