ახალი ამბები

აფეთქება ლონდონის მეტროში – მომხდარი ტერორიზმად შეფასდა

15 სექტემბერი, 2017 • 1923
აფეთქება ლონდონის მეტროში – მომხდარი ტერორიზმად შეფასდა

ლონდონის მეტროში ცოტა ხნის წინ მომხდარი აფეთქება ტერორიზმად შეფასდა და ბრიტანული პოლიცია მომხდარს შესაბამისი მუხლით იძიებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ბრიტანულ მედიაში დაშავებულთა შესახებ სხვადასხვა ინფორმცაია ვრცელდება, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ოფიციალურ წყაროებს ჯერჯერობით არ დაუზუსტებიათ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე მგზავრმა მომხდარის შედეგად სახის დამწვრობა მიიღო.

თვითმხილველების განცხადებით, აფეთქება ძლიერი არ ყოფილა, თუმცა მეტროში მომხდარმა პანიკა გმაოიწვია. ხალხის ევაკუაცია მიმდებარე მეტროსადგურებიდანაც მოხდა. აფეთქება ლონდონის მეტროში პოლიცია ბრიტანული პოლიცია ბრიტანეთი

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

მასალების გადაბეჭდვის წესი