ახალი ამბები

ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები ტრიპოლის ციხეში იმყოფებიან

14 სექტემბერი, 2017 • 2402
ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები ტრიპოლის ციხეში იმყოფებიან

ლიბიის ტერიტორიაზე დაკავებული გემის მეზღვაურები, რომელთა შორის ქართველებიც არიან, ტრიპოლის ციხეში იმყოფებიან. ინფორმაციას „ნეტგაზეთს“ ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ახალაძე უდასტურებს.

მისი თქმით, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი 30 აგვისტოს ლიბიის ტეროტირიულ წყლებში დააკავეს. დაკავებული 11 მეზღვაურიდან სამი, მათ შორის- გემის კაპიტანი, ქართველია. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მიზეზი არალეგალური ტვირთის გადაზიდვაა.

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წერილობით მომართა ერთ-ერთი დაკავებული მეზღვაურის მეუღლემ. ჩვენ ასევე სხვადასხვა წყაროებიდანაც მივიღეთ ინფორმაცია ამის შემდგომ. გემი გადაყვანილია ლიბიის საპორტო ქალაქ ტრიპოლში და მეზღვაურებს შეეფარდათ წინსწარი პატიმრობა. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო და მოკვლევითი სამუშაოები. ჩვენ კავშირზე ვართ ოჯახის წევრებთან. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განუცხადა ახალაძემ „ნეტგაზეთს“.

მისივე თქმით, დაკავებულების ზუსტი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია მოწმდება. საზღვაო დეპარტამენტი კავშირზეა ტანზანიის საზღვაო ადმინისტრაციასთან, დაკავებული გემის მფლობელთან კი კომუნიკაციას დამყარება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი