ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი: მერაბიშვილის დაკავება არ არის პოლიტიკური დევნა

21 მაისი, 2013 • • 1118
ბიძინა ივანიშვილი: მერაბიშვილის დაკავება არ არის პოლიტიკური დევნა

ივანიშვილმა ჟურნალისტებს “დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში” გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომ მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ: 

 

“მე ვფიქრობ, რომ უნდა დაველოდოთ სასამართლოს. ეს არის ჩემი მოკლე პასუხი. კითხვები რომ არსებობდა წინა ხელისუფლებასთან და მათ შორის მერაბიშვილთან მიმართებაში, მე ამის შესახებ რამდენჯერმე უკვე ვთქვი და ახლაც შემიძლია გავიმეორო. მაგრამ სანამ სასამართლო არ იქნება, არაფერი არ უნდა ვამტკიცოთ” – განაცხადა მან. 

ბიძინა ივანიშვილი /ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური
ბიძინა ივანიშვილი /ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური

“ნეტგაზეთის” კითხვას, ხომ არ გაუჭირდება ხელისუფლებას, რომ საქართველოს დასავლელ პარტნიორებს აუხსნას, რომ ექსპრემიერისა და ოპოზიური პარტიის ერთ–ერთი ლიდერის დაკავება პოლიტიკური დევნა არ არის?

 

ივანიშვილი პასუხობს: “მე მგონი, უკვე იმდენად სუსტია ეს პოლიტიკური დევნის ბრალდება, რომ მაგას (ნაციონალებიც) აღარ იყნებენ. ევროპამაც და ამერიკამაც კარგად გაიგო, რომ ჩვენ შერჩევით სამართალს არ ვაწარმოებთ. პოლიტიკური დევნა არ იქნება. მე ვფიქრობ, დასავლეთს აღარც სჭირდება ახსნა”.

 

ივანიშვილმა კომენტარი გააკთა იმის შესახებაც, რომ მერაბიშვილი შესაძლოა “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებულიყო: “სამწუხაროა, თუ ასეთი საპრეზიდენტო კანდიდატი დავკარგეთ, მაგრამ კანონს და სამართალს უნდა გავყვეთ. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას.”

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი